თავში

ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

ექიმი ინფორმაციას ჟურნალ "ლანცეტზე" დაყრდნობით ავრცელებს.

"საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!

ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.

10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. 

აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.

100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!

70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!

59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system