თავში

ბიძინა კულუმბეგოვი: სიტუაცია საგანგაშოა

ბიძინა კულუმბეგოვი: სიტუაცია საგანგაშოა
ბიძინა კულუმბეგოვი: სიტუაცია საგანგაშოა

,,ახლა საგანგაშოა სიტუაცია, განსაკუთრებით აჭარაში", - ამის შესახებ ალერგოლოგმა და იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა report.ge-თან საუბარში განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, თუ ადამიანები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს არ დაემორჩილებიან, ქვეყანაში ბევრად უფრო საშიში მდგომარეობა იქნება.

,,თუ არ დაიჯერებენ და ნახევარი საქართველო იტყვის, რომ რაღაცას იგონებენ, კორონა არ არსებობს და ნიღაბს არ გაიკეთებენ, რა თქმა უნდა, ზამთარში დიდი რისკია, რომ ინფექცია კიდევ უფრო გაიზარდოს და ვერავითარ სტაბილიზაციას ვერ მივიღებთ. ადამიანების 90%-ს ცხვირი აქვს ნიღაბიდან ამოწეული. ახლა საგანგაშოა სიტუაცია, განსაკუთრებით აჭარაში, 300-400-ს უახლოვდება ყოველდღიური ახალი შემთხვევები, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი თვე თუ ასე გაგრძელდა 12 000 ადამიანი იქნება დაინფიცირებული, ეს სერიოზული კოლოსალური ციფრია, ამიტომ, ვფიქრობ, მეთვალყურეობა უნდა გამკაცრდეს, ხელისუფლებამ კონტროლის მექანიზმი უნდა ჩართოს." - განუცხადა report.ge-ს ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 9245-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობით აჭარა კვლავ ლიდერობს და რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4887-ს შეადგენს.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 58 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system