თავში

"ბიძინას კარის თამაშები"- "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

"ბიძინას კარის თამაშები"- "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ბიძინას კარის თამაშები- ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

უმრავლესობის სხდომის პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "გაბედესა" და "სირცხვილიას" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  აქტივისტებმა ოფისთან მიიტანეს აფიშა, რომელიც სპექტაკლ "ბიძინას კარის თამაშებს" აანონსებს. მათი თქმით, პიესის ავტორი ვლადიმერ პუტინია, ხოლო დამდგმელი რეჟისორი თავად ივანიშვილი, მთავარ როლებში კი მმართველი პარტიის წევრები არიან. 

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელია და ხელისუფლებას დისკომფორტს იქამდე შეუქმნიან, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

აქციის მიმდინარეობისას ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს შეეხება, მათ შორის მმართველი გუნდი, სავარაუდოდ, განიხილავს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებას. თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ თქვა, რომ მისთვის უცნობია, რა თემაზე უნდა ისაუბრებენ უმრავლესობის წევრებმა. 

საპროტესტო აქცია პარტიის ოფისთან დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. უმრავლესობის სხდომა კი ამ დრომდე გრძელდება. 

სამოქალაქო აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქცია სასტუმრო "ბილტმორთანაც" გამართეს, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მერვე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. სესია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system