თავში

8 კოვიდინფიცირებული მუშევანიდან თბილისში გადაჰყავთ - PHOTO

8 კოვიდინფიცირებული მუშევანიდან თბილისში გადაჰყავთ - PHOTO
8 კოვიდინფიცირებული მუშევანიდან თბილისში გადაჰყავთ - PHOTO

ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანა ამ წუთებში მიმდინარეობს. მედიკოსთა სპეციალურ ბრიგადებს 8 პაციენტი, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მიჰყავთ, -  ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.

„ბოლო 48 საათში მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი 242 საკვლევი მასალიდან დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და რვავე სოფელ მუშევანს უკავშირდება. გუშინ ასევე კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ მუშევანის ერთ მოქალაქეს დაუდგინდა. შემთხვევების დინამიკა არის ნორმალური და შიგადაშიგ მატებას ველით, ვინაიდან, მოგეხსენებათ სოფელი მუშევანი მუნიციპალიტეტში ყველაზე დაზიანებულია ეპიდემიოლოგიურად. რა თქმა უნდა, დღესვე დაიწყებენ ეპიდემიოლოგები სოფელში მუშაობას დადასტურებული შემთხვევების მოძიებისთვის, დღესვე მოხდება რვავე ინფიცირებულის გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ამ სოფელში ვითარება კიდევ უფრო დასტაბილურდეს და საბოლოოდ, ინფექციის აღმოფხვრის შემდეგ, შესაძლებელი გახდეს სოფლისთვის "წითელი ზონის" სტატუსის მოხსნა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო 25 აპრილს სოფელი მუშევანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ამ დროისთვის, ბოლნისში 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system