თავში

ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა - კალაძე

ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა - კალაძე
ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა - კალაძე

სამგორის რაიონში მცხოვრებ 15 ოჯახს გადავცემთ საკუთრებაში ბინებს, ისანში 3 ოჯახს გადაეცემა, წყნეთში, ოქროყანასა და ნაძალადევისა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მთავრობის კიდევ ერთ პრიორიტეტზე უნდა ვისაუბრო, ეს არის წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება წარმატებით. 225 926 400 ლარის ღირებულების ქონება უკვე დაუკანონდა 1 681 ოჯახს და ეს პროცესი გრძელდება.

დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს კიდევ 22 ოჯახისთვის ქონების დაკანონების საკითხი. სამგორის რაიონში მცხოვრებ 15 ოჯახს გადავცემთ საკუთრებაში ბინებს, ისანში 3 ოჯახს გადაეცემა, წყნეთში, ოქროყანასა და ნაძალადევისა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system