თავში

ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირია - ფხაკაძე

ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირია - ფხაკაძე
ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირია  - ფხაკაძე

ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და ასე იქნება მომავალშიც - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. 

,,ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და მას ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდებს. ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და ასე იქნება მომავალშიც, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საშემოსავლო გადასახადის კუთხით, კონკრეტულ ინდუსტრიას გადასახადი ჩამოეწეროს და მას, ვისაც 1 500 ლარამდე ხელფასი აქვს, მათთვის დაწესებული 6 თვიანი შეღავათი, კიდევ მინიმუმ, 6 თვე რომ გაგრძელდეს" , - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

ცნობისთვის, დღეს პრემიერი ბიზნესისა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა. 

კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო და რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში, ხვალ გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system