
ბობოყვათში ავარიას 60 წლის მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაშავებულია მანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი. ის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.