თავში

,,ბოჭორიშვილში" 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

,,ბოჭორიშვილში" 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
,,ბოჭორიშვილში 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ასევე, ელოდებიან 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას, - ამის შესახებჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა. 

მისივე თქმით, ამ დროისათვის, კლინიკაში, სულ 32 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 39 პაციენტი, აქედან  კოვიდინფიცირებულია 32, გვაქვს ერთი გამოჯანმრთელება, ახალი პაციენტი არ გვყავს. ამასთან, 11 პაციენტი ბავშვია. ოთხი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. ასევე ველოდებით სამი ბავშვის გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 735-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი, ჯამში განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 557-ს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system