თავში

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID -19 -ით ინფიცირებული 5 ბავშვი მკურნალობს

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID -19 -ით ინფიცირებული 5 ბავშვი მკურნალობს
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID -19 -ით ინფიცირებული 5 ბავშვი მკურნალობს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 16 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. როგორც ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 არასრულწლოვანია.

„ამ ეტაპზე 48 პაციენტი იმყოფება კლინიკაში, აქედან კორონავირუსი დადასტურებული არის 13 პაციენტთან, ხოლო 16 პაციენტი არის კვლევაში, ველოდებით პასუხებს. ინფიცირებულების მდგომარეობას რაც შეეხება, ხუთი პაციენტი არის შედარებით საყურადღებო, აქედან გამოვყოფდი ერთს, რომლის მდგომარეობაც საყურადღებო და მძიმეა. არის ხუთი მცირეწლოვანი, მათი მდგომარეობა არის სტაბილური. ახალი 16 პაციენტიდან, რომელის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და არის კვლევაში მათგან განმეორებითი გაჯანმრთელების პაციენტი არ არის. სტაბილური პაციენტები არიან, საშუალო სიმძიმის. ძირითადი სიმპტომები არის ცხელება, ხველა“,- განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system