თავში

ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანს

ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანს
ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანს

ვახტანგ ბოჭორიშვილის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ განცხადება კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა გააკეთა.

მაკა სოლოღაშვილის თქმით ორივე შემთხვევა საბურთალოს კლასტერიდანაა. ისინი კარანტინის ზონიდან გადმოიყვანეს და საფრთხეს არ წარმოადგენენ.

" აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 42 პაციენტი. აქედან 23 პაციენტს აქვს დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზი. ხუთი ბავშვია, დანარჩენი მოზრდილი. დაგვემატა გუშინ დადასტურებული დიაგნოზით ორი პაციენტი, ეს ორი პაციენტი არის საბურთალოს კლასტერი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მსუბუქი დაბალი ცხელებით. ისინი საბურთალოს კლასტერის კარანტინის ზონიდან არიან გადმოყვანილი, ასე რომ არ წარმოადგენენე საფრთხეს. ველოდებით ერთი მოზარდისა და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას",- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა

სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის თქმით კლინიკაში რჩება ერთი მძიმე პაციენტი, რომელსაც თანმდევი დაავადებები აქვს.

"ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა 

შეგახსენებთ, ან დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 805-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი და სულ ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობაა 650.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system