თავში

ბოჭორიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ბოჭორიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ბოჭორიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

გლდანის რაიონში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ხიზაბავრის) საგზაო სამუშაოები დაიწყო. მოეწყობა 1 710 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი, ასფალტის საფარი კი დაახლოებით, 17 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკი და ბორდიური.

აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა, რის შემდეგაც, გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები დაეწყო. ამ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება და ასფალტის საფარი იგება. საგზაო სამუშაოები ხარაძის ქუჩაზეც ჩატარდება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხიზაბავრის ქუჩას, მასთან არსებულ ორ ჩიხსა და ერთ გასასვლელს არქიტექტორ თეიმურაზ ბოჭორიშვილის სახელი მიენიჭა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system