თავში

საპატრიარქო: ჩვენთვის სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი

საპატრიარქო: ჩვენთვის სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი
საპატრიარქო: ჩვენთვის სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოსთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პერფორმანსი დასრულდებოდა.

,,სამწლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიუხედავად, შეწყალების შუამდგომლობა მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო სინოდმა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს, არის უმაღლესი ლეგიტიმაციის. პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავის გადაწყვეტილება, დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხვდა შეწყალებულთა სიაში გიორგი მამალაძე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მისაღები და  სასურველი იქნებოდა რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი. თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე პერფორმანსი დამთავრდებოდა", - განაცხადა საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა ანდრია ჟაღმაიძემ.  

საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system