თავში

"უდიდეს ბოდიშს ვუხდი ყველა დაზარალებულს" - მაია რჩეულიშვილი

"უდიდეს ბოდიშს ვუხდი ყველა დაზარალებულს" - მაია რჩეულიშვილი
უდიდეს ბოდიშს ვუხდი ყველა დაზარალებულს - მაია რჩეულიშვილი

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი.

"ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დასრულდება. 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი და დანარჩენ სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები. მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის ამ საქმის დასრულების გარანტორი. ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს, საპროცესო გაფორმდა "მიონის" ობიექტზე, რომლის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს",- განაცხადა რჩეულიშვილმა.

მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი 2016 წელს დააკავეს, მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. 

მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system