თავში

"ბოქლომის დღე მთავრობას" - ადმინისტრაციის შენობასთან აქცია ყოველ ხუთშაბათს გაიმართება

"ბოქლომის დღე მთავრობას" - ადმინისტრაციის შენობასთან აქცია ყოველ ხუთშაბათს გაიმართება
ბოქლომის დღე მთავრობას - ადმინისტრაციის შენობასთან აქცია ყოველ ხუთშაბათს გაიმართება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ყოველ ხუთშაბათს გაიმართება და მთავრობას „ბოქლომის დღეს“ მოუწყობენ.

„ასე მოვუწყობთ ხოლმე მთავრობას ხუთშაბათობას. „ბოქლომის დღე მთავრობას“, იქნება ხუთშაბათობით. 200 პოლიციელი სჭირდება დაახლოებით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთავრობის მშვიდობიანი გაქცევა აქედან. ჩვენი ნერვები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ბიძინასი. სპეციალური გზავნილი არის ის, რომ აქ სულ იქნება ხუთშაბათობა. დღეს ჩვენი ამოცანა იყო, რომ ფაციფუცით დაემთავრებინათ მოჩვენებითი მთავრობის სხდომა. ზუსტად 45 წუთში დაამთავრეს და უკანა კარიდან გაიქცნენ“, - განაცხადა უგულავამ. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მთავრობის სხდომის პარალელურად გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული შენობის შესასვლელზე ბოქლომის დადება სცადეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბოქლომს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელს სიმბოლურად დაადებდნენ და ამ გზით გამოხატავდნენ პროტესტს. ბოქლომის დადებას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოჰყვა დაპირისპირება. პოლიცია მათ ჭიშკარზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ კი აქციის მონაწილეებმა ბოქლომი შენობის ღობეზე ჩამოკიდეს. შემდეგ, კი ცენტრალურ შესასვლელთან ასფალტზე, სტიკერები დააკრეს, წარწერით „დალუქულია“. ასფალტზე ასევე დატოვეს სტიკერი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, რომელსაც აწერია „გადამგდებია“.

მსგავსი აქცია-პერფორმანსი დღეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system