თავში

ბოლნისი გაიხსნა

ბოლნისი გაიხსნა
ბოლნისი გაიხსნა

დღეიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი გაუქმდა. თუმცა, საკარანტინო შეზღუდვები ბოლნისის ორ სოფელში - გეტასა და მუშევანში ისევ რჩება.

თავდაცვის ძალებმა ბოლნისში საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი გვიან ღამით განახორციელეს. ასევე, დაშალეს კარავი და აიღეს სპეციალური საგზაო ნიშნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილებას 61 დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ასევე, მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტში შემსვლელი და გამომსვლელი პირების თერმოსკრინინგი.

ცნობისთვის, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა.

ამ დროისთვის, ბოლნისში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 74 პირი გამოჯანმრთელდა, 3 კი, გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system