თავში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში 24-საათიანი ცხელი ხაზი ამოქმედდა

​ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში 24-საათიანი ცხელი ხაზი ამოქმედდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში 24-საათიანი ცხელი ხაზი ამოქმედდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, – ამის შესახებ ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნინული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს 24-საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 551 022 099.

„საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი შტაბის წევრები უზრუნველყოფენ, მოქალაქეების საჭიროების სპეციფიკიდან გამომდინარე, დროულ რეაგირებას.

შტაბის წევრები დაკომპლექტებულნი არიან სხვადასხვა სამსახურის სპეციალისტისებისგან, რაც უზრუნველყოფს მოსახელობისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას დროულად მიწოდებას.

აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 551 13 74 54;

სომხურ ენაზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 551 49 95 89;

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერიის კანცელარიასთან დასაკავშირებლად დარეკეთ: 0358 222 555.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში და დაიცვათ საკარანტინე მდგომარეობით გათვალისწინებული წესები და რეკომენდაციები“, – აცხადებენ ბოლნისისი მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system