თავში

ბოლნისის ახალი მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის ღიაა

ბოლნისის ახალი მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის ღიაა
ბოლნისის ახალი მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის ღიაა

ბოლნისის ახალი მუზეუმი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და საგამოფენო სივრცე მოეწყო. მუზეუმში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდანაა წარმოდგენილი. მუზეუმში ასევე გამორჩეული ადგილი უკავია 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების მოღვაწეობასა და მათი ცხოვრების ამსახველ ექსპოზიციას.

მუზეუმში დამთვალიერებელს რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორიის გაცნობის შესაძლებლობაც აქვს. მუზეუმში ასევე განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა.

ბოლნისის ახალ მუზეუმში ასევე განთავსდა სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, კაფე, მუზეუმის მაღაზია და ღია ვერანდა. მუზეუმი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებზე. სამუზეუმო სივრცეში სხვადასხვა საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ თემებზე გაკვეთილების ჩატარება იგეგმება.

მუზეუმის სამეცნიერო კონცეფციაზე ქართველ მეცნიერებთან ერთად დასავლელმა სპეციალისტებმაც იმუშავეს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში 1 აგვისტომდე ყველა მსურველისთვის შესვლა თავისუფალია.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system