თავში

ბოლნისსა და მარნეულში ტემპერატურა 20 000-დან 25 ადამიანს დაუფიქსირდა

ბოლნისსა და მარნეულში ტემპერატურა 20 000-დან 25 ადამიანს დაუფიქსირდა
ბოლნისსა და მარნეულში ტემპერატურა 20  000-დან 25  ადამიანს დაუფიქსირდა

ჩვენ დავიწყეთ, გარკვეული შემოწმებები მთლიანად ორივე რაიონის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება.

„მათ უტარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს. ასევე, უტარდებათ სხვა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამ 20 ათასი ადამიანიდან, მხოლოდ და მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო მხოლოდ 2 და შესაბამისად, ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში, მარნეულში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა. 

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული. მოწყობილია 12 საგუშაგო.ასევე მოეწყო საველე ჰოსპიტალი.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა.  კორონავირუსი აღნიშნული პაციენტის დასაც დაუდასტურდა.

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ის 80 წლის მამაკაცია და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. 

გარდა ამისა, მარნეულიდან იმერეთის საკარანტინო ზონებში 54 ადამიანი გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system