თავში

ბოლნისში COVID-19-ის ახალი შემთხვევები ისევ დადასტურდა

ბოლნისში COVID-19-ის ახალი შემთხვევები ისევ დადასტურდა
ბოლნისში COVID-19-ის ახალი შემთხვევები ისევ დადასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს COVID-19-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალ შემთხვევებს შორის 17 მუშევანიდანა, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება.

მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. სულ სოფელში 574 საკვლევი მასალა იყო აღებული. საერთო ჯამში, ბოლო ორ დღეში 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია.

ამ დროისთვის, საქართველოში COVID-19-ის 757 დადსტურებული შემთხვევაა. მათ შორის, დღეს 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system