თავში

ბოლნისში კორონავირუსზე 37 პირის კვლევის პასუხი ცნობილია

ბოლნისში კორონავირუსზე 37 პირის კვლევის პასუხი ცნობილია
ბოლნისში კორონავირუსზე 37 პირის კვლევის პასუხი ცნობილია

ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთში ეპიდემიოლოგებმა ახალ კორონავირუსზე  საკვლევი მასალა 37 ადამიანს აუღეს. ლაბორატორიული კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია. 

სოფელ სავანეთის დასახლებაში 15 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. აღნიშნულ სოფელში  კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევაა.

სულ ბოლნისში კი 122 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 46 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 647-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი და სულ განკურნებულთა რაოდენობა 372-ს შეადგენს. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system