თავში

ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება - გვარამია

ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება - გვარამია
ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება - გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ საპარლამენტო სესიაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ ჩააწერინა. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, მის ტელეფონზე უცხო ნომრებიდან ზარები არ წყდება. 

გვარამია სახალხო დამცველსაც მიმართავს იმის დასადგენად, რამდენად სწორია მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება. 

"ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე ჰგონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს.

რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში. Nino Lomjaria უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ. ps ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება" - წერს გვარამია. 

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს პირველ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნები, რა თქმა უნდა გაყალბდა, თუმცა ის პარლამენტში ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად შევიდა. მან საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და თქვა, რომ მოქალაქეების ნებისმიერ ზარს უპასუხებს. 

ელისაშვილს თეა წულუკიანმა უპასუხა და მას ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის ჩაწერა შესთავაზა, რათა მისგან მიიღოს დირექტივა იმის შესახებ, თუ რა ილაპარაკოს პარლამენტში. მან ნიკა გვარამის ტელეფონის ნომერი სესიაზე საჯაროდ გამოაცხადა. ამასთან, წულუკიანი დაინტერსდა, თუ არჩევნები გაყალბდა, მაშინ რას აკეთებს ელისაშვილი პარლამენტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system