თავში

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების მაჩვენებელს მკვეთრად აჭარბებს

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების მაჩვენებელს
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების მაჩვენებელს მკვეთრად აჭარბებს

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 184 668-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 824 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 209 462-ს მიაღწია.

გარდაიცვალა 46 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 2 140 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system