თავში

კალაძე კონტრაქტორ კომპანიებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს

ბოლო გაფრთხილებას აძლევს
კალაძე კონტრაქტორ კომპანიებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს

ბოლო-ბოლო უცხოელებს ჩამოვიყვანთ! მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, როგორ მიდის სამუშაოები." - ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და კონტრაქტორ კომპანიებს ბოლო გაფრთხილება მისცა.

„არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი – ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის მიმართ, ვინც ადგილზე მუშაობს. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ თუ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძიება. ჩვენ როცა მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, გვაჩვენებენ, რომ ყველა მუშაობს, მიდის ფუსფუსი, გამოვდივართ და სამი დღის შემდეგ, ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე და სიტუაციას კიდევ ერთხელ გავეცნოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, როგორ მიდის სამუშაოები.

„აქაც ბოლო გაფრთხილებას ვაძლევ. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებსაც ვეუბნები, ვინც უშუალოდ კურირებს საკითხს – მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, როგორ მიდის სამუშაოები. ორი-სამი დღის განმავლობაში, პარკში არცერთი ადამიანი არ მუშაობს, მიგდებული და მიყრილია ყველაფერი, ტექნიკა არ მუშაობს. კონტრაქტით ნოემბერში აქვთ ჩაბარების ვადა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ სამუშაოების დამთავრება ადრეა შესაძლებელი, გავჩერდეთ და დაველოდოთ, როდის მოვა ნოემბერი. როცა ხალხი ხედავს, რომ გადათხრილია ყველაფერი და არავინ მუშაობს, მტკივნეულად აღიქვამს და მართალიცაა. ამის შემდეგ, ჩვენს მიმართ კითხვის ნიშნები უჩნდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system