თავში

ბოლო ინფორმაცია საკარანტინო ზონად გარდაქმნილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან

ბოლო ინფორმაცია საკარანტინო ზონად გარდაქმნილი რესპუბლიკური საავადმყოფო
ბოლო ინფორმაცია საკარანტინო ზონად გარდაქმნილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოყვანილია 13 პაციენტი, რომლებსაც არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები",- ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ.

მისივე ინფორმაციით, პაციენტები კლინიკაში დაკვირვების მიზნით შეიყვანეს.

"პაციენტები კლინიკაში გადმოყვანილნი არიან დაკვირვების მიზნით, მათ უმეტესობას არ აღენიშნება არც მაღალი ტემპერატურა, მაგრამ კარანტინის წესები მოითხოვს იმას, რომ პაციენტები იყვნენ მაინც იზოლირებულნი. ამას თავისი წესები აქვს, რომელიც არის საკარანტინო წესები. ღამის განმავლობაში ყველა მათგანის მდგომარეობა იყო სტაბილური, ცამეტიდან ოთხს აღენიშნებოდა ტემპერატურა- 37-37.2-ის ფარგლებში. სხვა დამატებითი რაიმე სიმპტომი, რომელიც დამახასიათებელია კორონავირუსისთვის არ აღენიშნებათ. დღეს ყველა მათგანს ჩაუტარდება ინფექციურიდან კონსულტაცია. მარინა ეზუგბაია ნახავს პაციენტებს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რამდენ პაციენტს გავუშვებთ სახლში და რამდენს დავტოვებთ დაკვირვების ქვეშ",- განაცხადა გოფოძემ.

ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში საკარანტინო ზომები მთლიანად არის მიღებული.

"თქვენ ხედავთ, რომ პერიმეტრი ჩაკეტილია. საკარანტინო ზონები გამოყოფილია და მთლიანად იზოლირებულია ერთმანეთისაგან, რასაც მოითხოვს კარანტინის ზომები. ამიტომაც მოხერხდა გუშინ ამ პაციენტების გადმოყვანა",- განაცხადა ლევან გოფოძემ.

ექიმის თქმით, ის რომ საკარანტონო ზონა არის განთავსებული ქალაქის ცენტრში, რისკები არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ რა მექანიზმით ვრცელდება კორონავირუსი.

"ეს არის მხოლოდ წვეთოვანი გზა გადაცემის, საკმარისია ერთ მეტრზე მეტი დისტანცია ადამიანთან და უკვე ვირუსის გადაცემა არ ხდება. ამ ხალხის იზოლირება ქალაქგარეთ საჭიროებას არ წარმოადგენს",- აცხადებს ექიმი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისგან და მომზადდება საკარანტინო ზონად, გუშინ გახდა ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system