თავში

"ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება ბავშვებში" - ზაზა თელიას რჩევები მშობლებს

"ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება ბავშვებში" - ზაზა თელიას რჩევები მშობლებს
ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება ბავშვებში - ზაზა თელიას რჩევები მშობლებს

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. 

მედიკოსის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ხშირია ბავშვებში ასიმპტომური ტყვიით მოწამვლა. 

ზაზა თელია რისკ ფაქტორებზე საუბრობს და მშობლებს რჩევებს აძლევს.

"ასიმპტომური ტყვიით მოწამვლა ბოლო პერიოდში ხშირად გვხვდება ბავშვებში.

რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება: 1. 5 წლამდე ასაკი;

2. დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი;

3. 1978 წლამდე აშენებულ სახლებში ცხოვრება;

4. იმპორტირებული საკვების, მედიკამენტებისა და თიხის გამოყენება.

CDC-ის რეკომენდაციით გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ბავშვებს 12 თვის ასაკში, განმეორებით 24 თვის ასაკში, ან სულ მცირე ერთხელ, 36-დან 72 თვის ასაკის შუალედში, თუ მანამდე არ ჩატარებულა სკრინინგი. 

CDC რეკომენდაციით, ასევე სკრინინგი უნდა ჩატარდეს იმ ადგილებში სადაც საცხოვრებელი სახლების 27%-ზე მეტი აშენებულია 1950 წლამდე ან სადაც 12-დან 36 თვის ასაკის ბავშვების სულ მცირე 12%-ს სისხლში დაუდგინდა ტყვიის დონე >10 μg per dL.

პირველადი პრევენციული სტრატეგია არის უმნიშვნელოვანესი ტყვიით მოწამვლის მავნე შედეგების თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეუქცევადად უარყოფითად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.

ტყვია გამოიყენება - მშენებლობაში, საღებავებში, ბენზინში, საკვებში, თიხაში, ხალხურ მედიცინაში და მცენარეულ საშუალებებში. 

მისი მავნე ეფექტები არის კლინიკური და საზოგადოებრივი პრობლემა, რადგან ის ფართოდაა გავრცელებული გარემოში და გრძელდება მისი გამოყენება ინდუსტრიაში", - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system