თავში

ბოლოს პარასკევს ვნახე, თქვა, რომ ტკივილები ჰქონდა ძლიერი - ნოდარ მელაძე

ბოლოს პარასკევს ვნახე, თქვა, რომ ტკივილები ჰქონდა ძლიერი
ბოლოს პარასკევს ვნახე, თქვა, რომ ტკივილები ჰქონდა ძლიერი - ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავა ბოლოს პარაკევს ნახა. მას სახის ტრამვის გამო ძლიერი ტკივილები ჰქონდა. მისი თქმით, დედა ამბობს, რომ წუხელ მშვიდად დაიძინა, რადგან არაფერი აღენიშნებოდა განსაკუთრებული.

"დღეს არის ძალიან მშიმე დღე ჩვენთვის. ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ყვეკლაზე სასტიკად ნაცემი ერთ-ერთი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ბოლოს პარასკევს ვნახე, თქვა, რომ ტკივილები ჰქონდა ძლიერი, იმიტომ, რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული. დედა როგორც ყვება, გუშინ საღამოს, როგორც კი დაბრუნდა სახლში ჩვეულებრივად დაეძინა, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდა. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება, თუ არ ვცდები და ლექსო დახვდა უკვე გარდაცვლილი", - ამბობს ნოდარ მელაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system