თავში

"ბომბით უნდა შემოვვარდე მაინცდამაინც სამინისტროში, რომ სასწრაფო მოვიდეს?"

"ბომბით უნდა მაინცდამაინც სამინისტროში, რომ სასწრაფო მოვიდეს?"
ბომბით უნდა შემოვვარდე მაინცდამაინც სამინისტროში, რომ სასწრაფო მოვიდეს?

"თბილისი პრაიდის" წევრი გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამას, რომელსაც კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, საავადმყოფოში არ იღებენ, რადგან კორონავირუსი ტესტით დადასტურებული არ აქვს. 

თაბაგარი წერს, რომ კორონავირუსი დადასტურებული აქვს დედას, რომელიც პნევმონიით რეანიმაციაში წევს. 

სად შეიძლება სწრაფად გატესტვა ახლა? მამაჩემი არის სასწრაფოდ გადასაყვანი და კლინიკაში არ იღებენ თუ ტესტის პასუხი არ აქვს.

"სისტემისთვის ერთი კვირის განმავლობაში 39 სიცხე, ღებინება, 88 ჟანგბადის სატურაცია და ის ფაქტი რომ მისი პირველი კონტაქტი (ანუ დედაჩემი) კოვიდ დადებითია და უკვე პნეუმონიით ორი დღეა რეანიმაციაში წევს, არ არის საკმარისი. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თურმე ასეთი რეგულაცია და ამ მიზეზით ვერ გადაგვყავს კლინიკაში. იმის მიუხედავად რომ ერთი კლინიკა მზადაა პაციენტი მიიღოს. გაგიჟება შეიძლება :დ მოგიტყანთ ბიუროკრატია, კრიზის მენეჯმენტი და ჩამოშლილი სისტემა. ბომბით უნდა შემოვარდე მაინცდამაინც სამინისტროში რომ სასწრაფო მოვიდეს?! " - წერს თაბაგარი. გიორგი თაბაგარის პოსტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით მან დაწერა, რომ პირადი კონტაქტები გამოიყენა და მამა ტესტირებისთვის გადაიყვანეს. "პირველ რიგში მადლობა ყველას დახმარებისთვის! მოვიდა სასწრაფო და გადაიყვანეს მამა გასატესტად. ძალიან ვწუხვარ და მერიდება რომ საჯაროდ ამბის ატეხვა და პრივილეგიების გამოყენება დამჭირდა სასწრაფოს მოსასვლელად.. სხვა გამოსავალი უბრალოდ ვეღარ დავინახეთ. ვნანობ რომ თავის დროზე იგივე არ გავაკეთეთ დედაჩემზე და ორი დღე დავკარგეთ სასწრაფოს მოლოდინში.. მადლობა კიდევ ერთხელ და უკაცრავად რომ აგაწიოკეთ" - წერს თაბაგარი. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system