თავში

,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს
,,ენერგო-პრო ჯორჯია აბონენტებს აფრთხილებს

,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დროულად დაფარვას სთხოვს. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

,,ელექტროენერგიის შეწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ დროულად გადაიხადოთ დავალიანება, ვინაიდან 28 აპრილიდან დაიწყება კომერციული აბონენტების გათიშვის პროცესი, ხოლო 29 აპრილიდან დაიწყება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა.

ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, კომპანიამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა აბონეტთა რთული მდგომარეობა და არ განახორციელა დავალიანების მქონე აბონენტების გათიშვა, თუმცა დღეიდან 27 აპრილიდან ეს შეზღუდვა გაუქმებულია.

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ გამოთქვამს მზაობას, განიხილოს აბონენტთა განცხადებები დავალიანებების განწილვადების შესახებ.

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ აბონენტს, რომლებმაც უკვე განახორციელეს დავალიანების დაფარვა, რეალურად ყოველა ასეთმა გადამხდელმა აბონენტმა უზრუნველჰყო გათიშვების არასასურველი პროცესის მაქსიმალური გადავადება.

751 852 აბონენტმა დააკმაყოფილა კრიტერიუმი (200 კილოვატამდე მოხმარება) და ისარგებლა სახელმწიფო სუბსიდიით", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system