თავში

ბორისპოლის აეროპორტში ქართველებმა იჩხუბეს

ბორისპოლის აეროპორტში ქართველებმა იჩხუბეს
ბორისპოლის აეროპორტში ქართველებმა იჩხუბეს

შვედეთიდან დეპორტირებულმა, საქართველოს ორმა მოქალაქემ კიევის ბორისპოლის აეროპორტში აყალ-მაყალი ატეხა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება.

"შვედეთიდან დეპორტირებული უცხოელები სტოკჰოლმ-კიევ-თბილისი სატრანზიტო რეისით ბრუნდებოდნენ. თავისი რეისის მოლოდინში ახალგაზრდები აგრესიულად იქცეოდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. მესაზღვრეების შენიშვნაზე მამაკაცები არ რეაგირებდნენ, პირიქით, საზღვრის მცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საბოლოო ჯამში, მესაზღვრეები იძულებულები იყვნენ ძალისმიერი ქმედებებისთვის მიემართათ და მამაკაცები დაეკავებინათ. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

"გარდა ამისა, თავისი ქმედებების გამო, ქართველებს სამი წლით უკრაინაში შესვლა აეკრძალათ", - აღნიშნეს უწყებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system