
უკრაინაში "ბორისპოლის" აეროპორტში თვითმფრინავში, რომელმაც თბილისი-კიევის რეისი შეასრულა, სამართალდამცავები ბომბს ეძებენ,
უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები თვითმფრინავიდან გამოყვანილებს ძაღლის მეშვეობით ამოწმებდნენ.
თბილისი-კიევის რეისის მგზავრთა პირველი ნაწილი, რომელთა მიმართაც უსაფრთხოების ზომები უკვე გატარებულია, ბორისპოლის აეროპორტის შენობაში გადაიყვანეს.