თავში

ბორჯომში საინფორმაციო დაფები დააზიანეს

ბორჯომში საინფორმაციო დაფები დააზიანეს
ბორჯომში საინფორმაციო დაფები დააზიანეს

ბორჯომში, ე.წ. ,,შვიდ გზაზე" საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფები დააზიანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,ნაკრესის" - სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორი ლევან თაბუნიძე წერს.

,,გახსოვთ ალბათ, ბორჯომში ე.წ. ,,შვიდ გზაზე, შვიდბილიკაზე NACRES/ნაკრესი-მა სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრთან პარტნიორობით #SJMC, ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში (BP დაფინანსებით) განათავსა საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფები, ასევე მოაწყო მოაჯირები უსაფრთხოების მიზნით და დასასვენებელი სკამი. ბილიკს მიეცა ახალი დატვირთვა, გარდა გასეირნებისა, არის შესაძლებლობა გავიცნოთ ბორჯომის ფლორა და ფაუნა, მივიღოთ ინფორმაცია, როგორ მოვიქცეთ ბუნებაში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ სიმბოლურია, რომ ,,ვიღაცამ'' სწორედ ის დაფა არ ჩათვალა საჭიროდ და ამოთხარა, სადაც საუბარია ნარჩენების შესახებ ბუნებაში.

ამას რა უნდა დავარქვა მართლა არ ვიცი. რატომ უნდა მოგივიდეს თავში გაკეთებულის დაზიანება?

გვეშველება რამე?", - წერს ლევან თაბუნიძე ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system