თავში

ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა

ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა
ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარია. ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, წლების განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის სარწყავი წყლით შეუფერხებელი მომარაგება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რაც ბაღის კოლექციების მართვაში სირთულეებს ქმნიდა. სამუშაოები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

“ბოტანიკურ ბაღში სარწყავი წყლის ახალი მაგისტრალური ხაზისა და სარეზერვო აუზების მოწყობის სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. უახლოეს მომავალში 1.5 კმ სიგრძის ახალი სარწყავი მილი და 500 კუბური მეტრის მოცულობის სარეზერვო აუზი ექსპლუატაციაში შევა. ასევე, რეკონსტრუქცია უტარდება არსებულ სამარაგე ავზებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ბაღის სარწყავი წყლის ცენტრალური მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები სრულიად ავტომატიზებული იქნება. მტკვრის სატუმბი სადგური კი, საიდანაც წყლის მოწოდება მოხდება, აღიჭურვება ახალი სატუმბი დანადგარებით, რაც მცენარეთა კოლექციების მოვლას გააუმჯობესებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system