თავში

ბრალდებულის მამა: მოვითხოვ ჩემი შვილი დაიკითხოს სიცრუის დეტექტორით

ბრალდებულის მამა: მოვითხოვ ჩემი შვილი დაიკითხოს სიცრუის დეტექტორით
ბრალდებულის მამა: მოვითხოვ ჩემი შვილი დაიკითხოს სიცრუის დეტექტორით

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა აცხადებს, რომ ის მოითხოვს მისი შვილი დაიკითხოს სიცრუის დეტექტორით. 

მისივე თქმით, საქმის მთავარი მოწმე გური ამირხანაშვილიც სიცრუის დეტექტორით უნდა შემოწმდეს.

"ჩემ შვილს რომ აბრალებდნენ რომ არის ცივსისხლიანი მკვლელი და მანიაკი, მაშინ სჭირდებოდათ რომ ხალხს მოესმინა ეს ყველაფერი. ახლა, როცა მტკიცებულებები არ აქვთ, ეს ხალხს უნდა რომ დაუმალონ. ჩემი შვილი დაკითხონ სიცრუის დეტექტორით და თუ ის იტყუება, მე ხმას აღარ ამოვიღებ და თუ უნდათ სამუდამო მიუსაჯონ. მოვითხოვ ასევე ამირხანაშვილმაც გაიაროს სიცრუის დეტექტორი, რადგან 5-ჯერ შეცვლილ ჩვენებას ვერ ვენდობი," - განაცხადა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ თამაზ ხომასურიძემ "მთავარ არხთან".   

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებითსისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.პროკურატურის თქმით,გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system