თავში

"ბრძოლაში ამჯერად ვერ გაიმარჯვა" - ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

"ბრძოლაში ამჯერად ვერ გაიმარჯვა" - ქუთაისში კორონავირუსით ექიმი
ბრძოლაში ამჯერად ვერ გაიმარჯვა - ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცვალა. ლია შეყილაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. 

მკურნალი ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა, მოგვიანებით დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ლია შეყილაძე წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს:

"მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს გამორჩეულად თბილი, მზრუნველი, ერთგული და ნიჭიერი ექიმი-ეპიდემიოლოგის, ლია შეყილაძის, გარდაცვალების გამო... დიდია ჩვენი გულისტკივილი...ნათელში იყოს ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის სული...ის ყოველთვის თავდაუზოგავი იყო ბრძოლაში...ამჯერად, ვერ გაიმარჯვა, სამწუხაროდ....განსაკუთრებით ვუსამძიმრებთ, მის არაჩვეულებრივ შვილებს, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეულ წევრებს...მშვიდობით, ქალბატონო ლია.", - ნათქვამია ცენტრის დირექტორის Facebook პოსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system