თავში

ბრიტანული გამოცემა THE INDEPENDENT მესტიას ვრცელ სტატიას უძღვნის - PHOTO

ბრიტანული გამოცემა THE INDEPENDENT მესტიას ვრცელ სტატიას უძღვნის
ბრიტანული გამოცემა THE INDEPENDENT მესტიას ვრცელ სტატიას უძღვნის - PHOTO

„რატომ არის საქართველო უნიკალური მიმართულება სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულთათვის?“ – ამ სათაურით სტატიას ბრიტანული  გამოცემა THE INDEPENDENT მესტიის შესახებ ვრცელ სტატიას აქვყენებს. 

სტატიის ავტორს მესტია ცნობილი სერიალის, "სამეფო კარის თამაშების" გადასაღებ მოედანს აგონებს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ თუ ტურისტს თოვლში ჩაფლობა, პანორამული მთები და ცარიელი ფერდობები იზიდავს, მან არჩევანი საქართველოზე უნდა შეაჩეროს. 

„საქართველოს კავკასიის მთებში, თეთნულდისკენ მიმავალი დათოვლილ გზაზე მანქანის გატარება წარსულში დაბრუნებას ჰგავს. მესტია – ადგილი, სადაც ჩვენ დავბანაკდით, ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღებ მოედანს მოგაგონებთ. უძველესი ქვით აგებული შენობები და სვანური კოშკები, რომლებიც XI-XIII საუკუნეში დამცავ ნაგებობებს წარმოადგენდა, ამ ადგილს შუა საუკუნის ატმოსფეროს სძენს. თუმცა, თეთნულდი, რომელიც მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, საქართველოში თანამედროვე ფრი-რაიდისთვის საუკეთესო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს,“ – წერს THE INDEPENDENT. 

როგორც გამოცემა წერს, თეთნულდი ტურისტებს „ევროპაში ყველაზე ველურ და ჩუმ სამთო-სათხილამურო გზაზე სრიალის საშუალებას აძლევს“.

„მანქანით სვანეთში ჩასასვლელად რვა საათია საჭირო. თუმცა მგზავრობისას ულამაზესი ხედებით დატკბებით. ეს გზა მიუდგომელ ხეობებზე და გაუვალ ტყეებზე გადის, რომელშიც დათვები, მგლები და ფოცხვერიც კი ბინადრობს. გზა მთების ციცაბო ფერდობების ქვეშ გაივლის, რომლებიც ალპებზე გაცილებით მაღალია,“ – წერს ავტორი.

სტატიის ავტორი ტურისტებს ასევე ურჩევს, ესტუმრონ ჰაწვალს და ზურულდის მთას.

ავტორის ურჩევს მოგზაურებს აუცილებელად ეწვიონ მესტიაში მდებარე რესტორნებსა და ბარებს, სადაც ქართული სამზარეულოს გაცნობისა და კერძების გასინჯვის საშუალება ექნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system