თავში

თბილისში სატვირთო გადაბრუნდა - PHOTO

​თბილისში სატვირთო გადაბრუნდა
თბილისში სატვირთო გადაბრუნდა - PHOTO

თბილისში, სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი იმ დროს გადაბრუნდა, როცა ის სამშენებლო მასალით იყო დატვირული. 

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სატვირთოს წყალარინების ჭაზე დგომის დროს ნაგებობა დაინგრა და მანქანა ჩავარდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროს მძღოლი მანქანაში არ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

Report.ge დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system