თავში

ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შეთანხმება შედგა

ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შეთანხმება შედგა
ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შეთანხმება შედგა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოება დასრულდა.

ჩოხატაურის მერიაში ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და არც ერთი მათგანი ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ შეუშლის. 

როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, ხვალიდან აქციები აღარ გაიმართება. 

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის გუშინ გამწვავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system