თავში

ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერი დაინიშნა

​ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერი დაინიშნა
ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერი დაინიშნა

ბულგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისი დაინიშნა. ამის შესახებ Report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, რეისს, რომელიც ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ათობით მოქალაქეს ჩამოიყვანს ავიაკომპანია „Myway Airlines” შეასრულებს.

"რეისი ასევე ჩამოიყვანს საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთადგამომგზავრების უფლება არ მისცა. ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე 100 ევრო იქნება",- აცხადებენ სამინისტროში. 

ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system