თავში

საქართველოში COVID-19-სგან განკურნებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში COVID-19-სგან განკურნებულთა რიცხვი გაიზარდა
საქართველოში COVID-19-სგან განკურნებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი სამით გაიზარდა და ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 771 პაციენტი. მონაცემები განკურნებულთა შესახებ stopcov.ge -ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 914 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system