თავში

ბუნებრივი აირი 3 დღით გაგეთიშებათ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ბუნებრივი აირი 3 დღით გაგეთიშებათ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
ბუნებრივი აირი 3 დღით გაგეთიშებათ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მიმდინარე წლის 15-17 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის D-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 195.5 და 207.0 კილომეტრებზე არსებულ მონაკვეთებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 ივნისის 06:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მუხიანის I, II, III, IVა და IVბ მიკრო რაიონის მოსახლეობას, ასევე მუხიანის კერძო დასახლებას. 

ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება თემქაზე, ზღვის დასახლებას, კერძოდ, ავშავის ქუჩის მოსახლეობას.

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system