თავში

ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდება

ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდება
ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს 11:00 დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გუდაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზაქანი, ჟაღმიანი, სეთურები, კუმლისციხესა და გუდაურის ნაწილს.

"შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას" - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system