თავში

ბურჭულაძე: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

ბურჭულაძე: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
ბურჭულაძე: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

,,როგორ მესიამოვნა!

ქალაქის მერმა ამ ოჯახს ბინა აჩუქა!თანდათან მოდის ოცნება გონს და მართალია მხოლოდ სურათზე,მაგრამ მაინც კარგია,რომ დაინახა თუ როგორ ცხოვრობს ხალხი.

მან გუშინ ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: რომ თურმე ხელოვნება საჭირო ყოფილა და რომ მრავალშვილიანი ოჯახები თურმე საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას.

პატივცემულო მერო, გამიხარდა, რომ გაგახსენდათ თუ რა ბედნიერება ყოფილა უანგარო სიკეთის გაკეთება, რომელიც თქვენი უფროსისისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ოთხი წელია შეუჩერეთ ქართველ ხალხის უდიდეს ნაწილს და ფონდ ,,იავნანას".

არაუშავს! სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!", - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბინას ჩუქნის.

ფოტოს, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებდნენ და წერდნენ, რომ თბილისის მერიამ ამ ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიც დაანგრია, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მამა-შვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ცხოვრობს და არც მათი სახლი დაუნგრევიათ.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა, შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დააკავეს.

მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ობიექტები დაექვემდებარა.

მისივე ინფორმაციით, შენობა-ნაგებობებს, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, არავინ შეხებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system