თავში

ბურჭულაძე: როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ აზრად?

ბურჭულაძე: როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ აზრად?
ბურჭულაძე: როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ აზრად?

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, თბილისში, აფრიკის დასახლებაში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

,,დაუფიქრებლად აკეთებენ თუ სახალხოდ იმეტებენ? რომელ კანონიერებაზე გვესაუბრებიან? ფონდ "იავნანას" კუთვნილ ფართში უკვე 14 წელია უკანონოდ შეჭრილი ოჯახები ცხოვრობენ და ინვესტორების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კანონის ფარგლებში გამოგვესახლებინა ისინი, პროექტებს ვაჩერებთ, რომ უსახლკაროდ არ დარჩნენ გაჭირვებული ადამიანები. როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ აზრად? იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანდებოდეს ასეთი ოჯახების დასაცავად ამ გაგანია პანდემიის დროს ქუჩაში ყრიან და ასე ულოცავენ ახალ წელს? სამაგიეროდ, თბილისის ქუჩები საზეიმოდ იქნება განათებული", - წერს ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა, შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დააკავეს.

მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ობიექტები დაექვემდებარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system