თავში

C ჰეპატიტის მედიკამენტების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანია განცხადებას ავრცელებს - PHOTO

C ჰეპატიტის მედიკამენტების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანია განცხადებას ავრცელებს - PHOTO
C ჰეპატიტის მედიკამენტების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანია განცხადებას ავრცელებს - PHOTO

ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე - ამის შესახებ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქვეყნებს. კომპანიის განცხადება ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხება.

„საქართველო, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია „გილიადი“ ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით. ჩვენ ვიცით, რომ „გილიადის“ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 პროცენტს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე. "გილიადი“ აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ ცე ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ცე ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, კომპანია "გილიადი" საქართველოს ცე ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან, უსასყიდლოდ ამარაგებს. 

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system