თავში

CBC News: ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

​CBC News: ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოი
CBC News: ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

კანადა, ტუნისი და საქართველო იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, საიდანაც მოგზაურებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლოთ. ამის მიზეზი ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ამის შესახებ CBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, დღეს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრა გამართეს, სადაც სამი ქვეყნის - კანადის, ტუნისისა და საქართველოს სიიდან ამოღებაზე, სინგაპურის კი სიაში დამატებაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, CBC News- ს დაუდასტურა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა სიაში ცვლილებები შეიტანოს. საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system