თავში

"ჩააგდე სია" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

"ჩააგდე სია" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ჩააგდე სია - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პარლამენტის შესასვლელთან აქცია-ბრიფინგი გამართა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდება მოითხოვა.

ანა დოლიძის განცხადებით, სურდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩაგდების 11 მიზეზი პარლამენტარებისთვის პირადად წარედგინა, თუმცა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მიეცა, რის შემდეგაც წარწერით, „ჩააგდე სია“ ანა დოლიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან იმ პირების სია გააკრა, რომლებიც უვადო მოსამართლეობის კანდიდატები არიან. 

დოლიძის განცხადებით უვადო მოსამართლეობის კანდიდატები „კლანის“ მიმართ ლოიალობის ნიშნით არიან შერჩეული. 

„პარლამენტი, ფაქტია, რომ იმყოფება თვითბლოკირების რეჟიმში, როგორ ჩანს, პიკეტირება და ბლოკირება მათ გაიგეს ისე, რომ ამ შენობის ბლოკირება უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისგან. ასეთი თვითიზოლაცია ამ დაწესებულების, საქართველოს უახლეს ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს.სია უნდა ჩავარდეს, ამას მივაღწევთ. თავაძის მიერ ამ პროცესიდან თავის გამოწვევა მაჩვენებლია ჩვენი გამარჯვების. ერთ-ერთ კანდიდატს, როგორც ჩანს, სინდისმა შეაწუხა და თავი აირიდან ამ პროცესიდან. ვინც დარჩება ამ სამარცხვინო სიაში, დარჩება დროებით, ჩვენი ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სია უნდა ჩავარდეს და ამას არ აქვს ალტერნატივა“ ,- განაცხადა ანა დოლიძემ. 

გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი თქვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილობით მიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system