თავში

ჩაანაცვლებს თუ არა კოვიდმედიკამენტი ვაქცინაციას - განმარტება

ჩაანაცვლებს თუ არა კოვიდმედიკამენტი ვაქცინაციას - განმარტება
ჩაანაცვლებს თუ არა კოვიდმედიკამენტი ვაქცინაციას - განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს. 

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მოსახლეობა მედიკამენტის ქვეყანაში შემოსვლას ვაქცინირებული დახვდება.

"ბოლო პერიოდში ძალიან იმედისმომცემია ახალი კვლევის შედეგები კონკრეტულად ანტივირუსული მედიკამენტების თაობაზე, რომელიც მიმართული იქნება უშუალოდ კორორავირუსის წინააღმდეგ, რადგან სხვა დანარჩენი ყველა მედიკამენტი მოქმედებს ამა თუ იმ თანმხლებ პროცესებზე, რაც შემდეგ იწვევს გართულებასა და არასასურველ შედეგებამდე მივყავართ.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ამ სიახლეებს და ვფიქრობთ, რომ, როგორც კი იქნება ავტორიზაცია შესაფერისი, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, ჩვენც მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ მოკლე ხანში ჩვენი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ეს მედიკამენტი. თუმცა ეს მედიკამენტი არამც და არამც არ და ვერ ჩანაცვლებს ვაქცინას. ამ შეთხვევაში ჩვენთვის მთავარი გამოსავალი რჩება ვაქცინა. ამდენად, რაიმე შემთხვევაში თუ მოქალაქეს აქვს იმის მოლოდინი, რომ მედიკამენტი იქნება მალე, რაც სრულად გადაჭრის კოვიდთან დაკავშირებული გართულებების პრობლემას, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ ვაქცინირებულები დავხვდეთ ამ მედიკამენტს", - განაცხადა გაბუნიამ "იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system