თავში

ბოლნისის სოფელი გეტა ჩაიკეტა

ბოლნისის სოფელი გეტა ჩაიკეტა
ბოლნისის სოფელი გეტა ჩაიკეტა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, სადაც გუშინ კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩაიკეტა. დილის 06:00 საათიდან სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

სოფელ გეტაში ამ დროისთვის სულ 13 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დადასტურებული კოვიდინფექციის 15 ახალი შემთხვევიდან 7 არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო 8 სოფელ გეტას კლასტერიდანაა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 667 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system