თავში

ჩაიკეტება თუ არა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ჩაიკეტება თუ არა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ჩაიკეტება თუ არა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

იქ სამი სოფელია, სადაც ინფიცირებული საზღვარზე მომუშავე საპატრულო სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივები იყვნენ, ანუ სტეფანწმინდიდან და კიდევ ორი სოფლიდან, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კონტაქტები იდენტიფიცირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი იკეტება.

„ვითარება ონტროლირებადია, ჩვენი მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი გახლავთ იქ თავისი გუნდით. მათ შეადგინეს გეგმა. იქ სამი სოფელია, სადაც ინფიცირებული საზღვარზე მომუშავე საპატრულო სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივები იყვნენ, ანუ სტეფანწმინდიდან და კიდევ ორი სოფლიდან. ამ ორი სოფლის ინტენსიური თერმოსკრინინგი დაიწყო და ასევე, გაფართოებული ტესტირება. იმედია, რომ იქ ინფექციის გავრცელება არ გვექნება. ყველა ზომა ტარდება. ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი და ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს და ა.შ., ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტები არ ჰქონიათ ბევრი, ყველა ეს კონტაქტი არის იდენტიფიცირებული და მოხდა უკვე მათი ტესტირება,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system