თავში

ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი დღეს გახდება ცნობილი

ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი დღეს გახდება ცნობილი
ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი დღეს გახდება ცნობილი

გარდაბნის სოფლებში დღეიდან კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყო. ადგილზე დილიდან მობილიზებულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. 

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა report.ge-ს განუცხადა, ამ დროისათვის, მოსახლეობის PCR ტესტირება სოფელ ყარაჯალარში მიმდინარეობს. 

მისივე თქმით, ტესტირება მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში იგეგმება.

,,მიმდინარეობს PCR ტესტების აღება, ამ სოფელში არის 14 დადასტურებული შემთხვევა. უშუალო კონტაქტები მოძიებულია და საკარანტინო სივრცეშია ყველა გადაყვანილი. მიდის გადამოწმება, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება", - განაცხადა გარდაბნის მერმა.

სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, გარდაბანში საყურადღებო მდგომარეობაა, რის გამოც ტესტირება დაიწყო.

მიიღებენ თუ არა გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system